ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამას, რისთვისაც 200 მლნ გამოიყოფა - პრემიერი

ტურისტი

მთავრობა ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამას იწყებს, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც ძველი ტურისტული არეალების რეაბილიტაციას, ისე ახლის განვითარებას.

"რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე. ჩემი დავალებით, ეს პროგრამა უკვე გამზადებულია და რამდენიმე ხანში წარვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რაც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება. მომდევნო წელს ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას და არსებულის რეაბილიტაციას. ამ მიზნით 200 მლნ ლარს გამოვყოფთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტის ნახვა