თორნიკე რიჟვაძემ 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური და ტურისტული ტენდენციები შეაჯამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური და ტურისტული ტენდენციები შეაჯამა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, იმისთვის, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ, ტურისტული სეზონის დისკრედიტაცია არ მოხდეს, მაქსიმუმი გაკეთდება.

მისი თქმით, შარშან მიმდინარეობდა საზღვაო ტურისტული სეზონის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ხელისუფლება აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას. რიჟვაძემ თქვა, რომ ხელისუფლების ევროპული კურსით, ეს ტენდენციები შენარჩუნებული იქნება და მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მიიღებს.

მეტის ნახვა