საქმიანი შეხვედრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში

საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით  არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრები იმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ემირატებში წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება. განსაკუთებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და Fly Dubai-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, მსოფლიოს 112 ტურისტული მიმართულებიდან მონაწილეობენ. წელს, ღონისძიებას 20 000 -მდე ვიზიტორი სტუმრობს. 

მეტის ნახვა