ახალი ამბები • 1763483982
სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება
ტურიზმი
1684403762
სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება. ამჯერად, რეგიონს ტუროპერატორები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები საუდის არაბეთიდან სტუმრობენ. ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს. ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები ადგილობრივ ტუროპერატორებთანაც.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ინფოტურის მონაწილეები გეგმავენ, არაბ ტურისტებს, აჭარა, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება შესთავაზონ, რაც რეგიონში არაბი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ხელს შეუწყობს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















