რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა 7 მაისს შესრულდება

რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა 7 მაისს შესრულდება. ამასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლები ლატვიის დედაქალაქში პრეზენტაციებს მართავენ.

საქმიან შეხვედრაზე თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და რიგა-ბათუმის ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „Air Baltic“ რიგადან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა ბათუმის მიმართულებაზე მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია გეგმავს შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას, რათა ტურისტებმა რიგის გავლით ბათუმში ჩამოფრენა სამივე ქვეყნიდან შეძლონ.

მეტის ნახვა