ქალაქი ტურისტული სეზონისთვის მზადაა - ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმი ტურისტული სეზონისთვის მზადაა. როგორც უწყება იუწყება, დასუფთავების სამსახურს ტურისტულ სეზონზე მობილური ჯგუფები დაემატება. ქალაქისა და სანაპირო ზოლის მონიტორინგი დღეში რამდენჯერმე განხორციელდება. ზაფხულის სეზონს, ქალაქი, სრულად განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტით ხვდება. ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღშიც.

სეზონისთვის აქტიურად ემზადება ბათუმის დელფინარიუმი, სადაც ზაფხულის პერიოდში, შოუების დღიური რაოდენობა გაიზრდება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით იზღუდება ნებართვების გაცემა ქუჩების გადათხრაზე. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბათუმში არაერთი ფესტივალი, მუსიკალური საღამო და ტურნირი გაიმართება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მეტის ნახვა