მოიპოვებს თუ არა ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს?

World Travel Awards

მოიპოვებს თუ არა ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს დღეს გაირკვევა. ბათუმი ტურიზმის „ოსკარი“-ს მსოფლიოს ნომინაციებში პირველად მონაწილეობს და ისეთი ქვეყნების ტურისტულ ქალაქებთან უწევს კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

„World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული  ბათუმმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ქალაქი, 2023 წლის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძლად, ოფიციალურად დასახელდა.

მეტის ნახვა