მოახლოებული ტურისტული სეზონი - აჭარაში, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარაში ზაფხულის სეზონის სამზადისთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე რეგიონში მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ პროდუქტებსა და სეზონის მოლოდინებზე ისაუბრეს.

პრეზენტაცია გაიმართა ტურიზმის აღდგენის ტენდენციებსა და ვიზიტორების მოზიდვის სტრატეგიაზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-თაა აღდგენილი.

მაისის თვეში, ბათუმში, 9 ქვეყნიდან 250-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, რომელთა შორის ერთი ახალი ევროპული მიმართულება რიგა-ბათუმის ფრენა იქნება.

მეტის ნახვა