ახალი ამბები • 1769693544
კანიონინგი სოფელ კაპნისთავში - აჭარაში, კიდევ ერთი ტურისტული პროდუქტის განვითარება იგეგმება
ტურიზმი
1649155494
კანიონინგი სოფელ კაპნისთავში - აჭარაში, ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, კიდევ ერთი ტურისტული პროდუქტის განვითარება იგეგმება. კაპნისთავში 10-მდე ჩანჩქერი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 35 მეტრია.
კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ სოფელი კიდევ ერთი მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ. პირველი კანიონინგის მარშრუტი უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და კილომეტრ ნახევარი სიგრძის კანიონია.
მეტის ნახვა






















