გავლენიანი ტელეკომპანია "ევრონიუსი" ბათუმის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

„ევრონიუსი“ ბათუმის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გავლენიანი ტელეკომპანიის ობიექტივში ქალაქის ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მთიანი აჭარა მოხვდა. ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოსცადა.

გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ რეპორტაჟში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, ტურისტებისთვის მიმზიდველ და სწრაფად განვითარებად ქალაქზე გამახვილდება. მასალაში აღნიშნული იქნება, რომ ბათუმი მოგზაურებს, ზღვასთან ერთად, მთის მრავალფეროვან და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს.

სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა და მას 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.

მეტის ნახვა