ბათუმში უზბეკეთიდან ფრენები დაიწყო

ბათუმში უზბეკეთიდან ფრენები დაიწყო. Uzbekistan Airways-მა პირველი პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან უკვე განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ.

ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება.

მეტის ნახვა