ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის 14-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის 14-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მასში 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინფორმაციის გაცვლა და საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებაა.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. იგი ორდღიანია და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია „expo Batumi“-ა.

მეტის ნახვა