ბათუმი World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს

ბათუმი 30 სექტემბერს World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

გასულ წელს, ბათუმმა, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ, World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. წელს კი, ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი წარმომადგენლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, უკვე ბათუმში, ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.

მეტის ნახვა