ახალი ამბები • 1769693544
ბათუმი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა - ქალაქმა ტიტული ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო
ტურიზმი
1650968104
ბათუმი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ქალაქმა ტიტული ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართა.
ორმხრივი კომუნიკაცია რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვასა და ყახახეთში აჭარის რეკლამირებას ისახავს მიზნად. დეპარტამენტის წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმშიც მონაწილეობდნენ, სადაც რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მეტის ნახვა






















