ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

11-13 მაისს, ბათუმი ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიებას 10-მდე ევროპული ქვეყნის ტურიზმის ექსპერტი დაესწრება.

არსებული რეალობა და გამოწვევები სოფლის ტურიზმში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი, წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და ციფრული ტექნოლოგიები - ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელზეც კონფერენციაზე ისაუბრებენ.

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი, ქალაქი მეოთხედ მასპინძლობს. 

მეტის ნახვა