ბათუმი, ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეას და საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმი, ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეას და საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საკუთარ გამოცდილებებს, ათი ქვეყნის წარმომადგენლები უზიარებენ ერთმანეთს.

ქართველი და უცხოელი დელეგატები, მოხსენებებს კითხულობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: აგროტურიზმის შესაძლებლობები და პერსპექტივები, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, წარმატებული ისტორიები სოფლად, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა.

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა, ბათუმში, წელს პირველად ტარდება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია კი, აჭარაში, მეოთხედ იმართება. როგორც კონფერენციაში, ისე ასამბლეაში, მონაწილეობენ სოფლის და ეკოტურიზმის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ღონისძიება, ორდღიანია და ხვალ სრულდება.

მეტის ნახვა