ახალი ამბები • 1769693544
ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციები იწყება
ტურიზმი
1651057995
ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციები იწყება. საქმიან შეხვედრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლები ახორციელებენ.
ვილნიუსში ლიეტუველ ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, უწყების წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქართველოს Mice ტურიზმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიებას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიეტუველ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. შემდეგი ვიზიტები ესტონეთსა და ლატვიაშია დაგეგმილი.
მეტის ნახვა






















