ახალი ამბები • 1656414413
აჭარის ტურიზმის სააგენტო სერვისის გაუმჯობესებისთვის 474 000 ლარს დახარჯავს
ტურიზმი
1642501268
აჭარაში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს, 474, 000 ლარი დაიხარჯება. ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოპები, სემინარები და ვიდეოგაკვეთილები. - ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის გეგმავს. მთიან აჭარაში, სერვისის განვითარების ღონისძიებები „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიის მიხედვით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა. გასულ წელს, მომსახურების ხარისხი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ 100 საოჯახო- სასტუმრო სახლში შემოწმდა.

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა