ახალი ამბები • 1695302629
აჭარის საიმიჯო რგოლს BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა
ტურიზმი
1689843925
„ევრონიუსი“-სა და „დოიჩე ველე“-ს შემდეგ, აჭარის რეკლამას, უკვე, BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. საიმიჯო რგოლში, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტებია ნაჩვენები.
პრესტიჟული ბრიტანული მედიასაშუალება მსოფლიოს 29 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რეგიონის პოზიციონირების მიზნით, საერთაშორისო მედიასაშუალებებთან წლებია თანამშრომლობს.
გარდა სატელევიზიო რეკლამისა, BBC და „ევრონიუსი“, ბათუმში მოგზაურობის შესახებ სიუჟეტებსაც მოამზადებენ.

ბათუმში, ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ა...
1694974924

ყაჩაღობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია 1 პირი
1694591221
მეტის ნახვა