აჭარის რეკლემას „ევრონიუსი“-ს მილიონობით მაყურებელი ეცნობა

ბათუმი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ეთერში ტრიალებს. შედეგად, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

გარდა სატელევიზიო რეკლამისა, როგორც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს მოამზადებს, რომელიც გადაცემა ,,FOCUS”-ის ეთერში სექტემბერში გავა.

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ. 

მეტის ნახვა