აჭარაში, საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ - ჩამონათვალი

ბათუმში, „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვა. საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ "ჰილტონი", საუკეთესო არაბრენდულ სასტუმროდ „ბლუმი“, ყველაზე პოპულარულ რესტორნად „ფიროსმანი“, ხოლო საუკეთესო ტურისტულ სააგენტოდ „აჭარა ტური“ დასახელდა.

საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - „ჰილტონი“

საუკეთესო არაბრენდული სასტუმრო - „ბლუმი“

საუკეთესო ჰოსტელი  - „ძველი ბათუმი“

ყველაზე პოპულარული რესტორანი - „ფიროსმანი“

საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“

საუკეთესო გიდი - თამარ ორაგველიძე

საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად - „ზებო“ 

ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი - ვაჟა დავითაძის მეღვინეობა და მარანი

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი მუზეუმი - გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორია - მტირალას ეროვნული პარკი

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი -  ბათუმის ბულვარი  

ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი - მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი

საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში -  ზვიად გოგიჩაიშვილი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, წელს პირველად, მაგნოლიის დაჯილდოების ცერემონიაზე, დაწესდა ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაეცა.

1. ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -  იზოლდა მაჭუტაძე

2. ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის - ზურაბ ბარბაქაძე

3. გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბაგრატ თავბერიძე

4. გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზურაბ ჭკუასელი

5. ტურიზმის ინდუსტრიისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გაწეული თავდადებისთვის - თამაზ შამილიშვილი

6. ტურიზმის ინდუსტრიისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გაწეული თავდადებისთვის - მალხაზ მალაყმაძე

აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

„მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა.  თინათინ ზოიძემ სტუმრებს უწყების მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. უწყება რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს.

ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მეტის ნახვა