აჭარაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები მიმდინარეობს

რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას, ამჯერად, განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებს. მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან.

დეპარტამენტი ტრენინგებს დამწყები გიდებისთვისაც მართავს. წლის ბოლომდე სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვისაც იგეგმება.

მეტის ნახვა