აჭარაში კულინარიული მასტერკლასები ჩატარდა

აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების  მზარეულებს კულინარიული მასტერკლასები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებზე  ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებპოპულარული კერძები ტრადიციული და თანამედროვე სახით მოამზადეს.

 

თითოეული  კერძი აჭარული სამზარეულოს "კულინარიული გზამკვლევი"-დან შეირჩა, რომელშიც 110-ზე მეტი კერძი და დესერტია შეტანილი. პროექტის მიზანი კვების ობიექტების მენიუებში აჭარული კერძების შეტანის წახალისება და ხელშეწყობაა. კულინარიული მასტერკლასები ქედაში, სარფსა და ქობულეთში ჩატარდა. მას ადგილობრივ მზარეულებთან ერთად, სპეციალურად მოწვეული ბრენდშეფები უძღვებოდნენ.

მეტის ნახვა