აჭარას სერბი ჟურნალისტები სტუმრობენ

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შემდეგ, სერბი ჟურნალისტები, აჭარას სტუმრობენ. გადამღებმა ჯგუფმა, უკვე მოინახულა პეტრას ციხე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, კურორტი გოდერძი და მთიანი აჭარა. ბათუმში ვიზიტისას, ჟურნალისტებმა, ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და შავ ზღვაში გაისეირნეს.

აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი ბალკანეთის სატელევიზიო არხებზე გავა და მას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს.

სატელევიზიო გადაცემა ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკოტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა.  

მეტის ნახვა