აჭარას ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარა მოინახულეს. ისინი სტუმრობდნენ მტირალას ეროვნულ პარკსაც, სადაც ადგილობრივი ტურისტული სერვისებით ისარგებლეს და პარკის უნიკალური ტურისტული ბილიკები დალაშქრეს.

ჩეხეთი აჭარისთვის საცდელი ტურისტული ბაზარია, სადაც ტურის შედეგად რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები გამოქვეყნდება.

სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათაო ოფისიდან ეწვევიან.

მეტის ნახვა