ტუჩის კანი ძალიან თხელია და სწრაფად შრება - როგორ მოვუაროთ ტუჩებს?

ტუჩები

ტუჩის კანი ძალიან თხელია და სწრაფად შრება. მას სათანადო მოვლა სჭირდება, რომ არ გამოშრეს და არ დასკდეს.

საფეხურები:

1. მიიღეთ K,A,E და B ჯგუფის ვიტამინები ან საკვები, რომლებიც მათ უხვად შეიცავს. როგორც წესი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს კანი უფრო ადრე იწყებს დაბერებას ვიდრე კანი თვალის ირგვლივ. ზუსტად აქ ჩნდება პირველი ნაოჭები და გასცემს თქვენს ასაკს. ტუჩის სიმშრალეს იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ამ ვიტამინების უკმარისობა.

2. მიაქციეთ სათანადო ყურადღება ტუჩებს განსაკუთებით სიცივეში. გამოიყენეთ ტუჩის ბალმი, ტუჩის კარაქი მათ დასარბილებლად და დასატენიანებლად.

3. გაიწმინდეთ ტუჩები ყოველდღე, ფრთხილად მოიშორეთ პომადა ბამბით, რომელსაც უსვია კოსმეტიკური რძე ან გამწმენდი ლოსიონი. თუ ტუჩებზე კანი გექერცლებათ, დაისკრაბეთ. არსებობს სპეციალური პილინგის საშუალებები ტუჩებისთვის, ასევე შეიძლება გამოიყენოთ ყავის ნალექი. ტუჩების გაწმენდა სასურველია მოხდეს 7-10 დღეში ერთხელ, სახის ღრმა გაწმენდასთან ერთად.

4. ჩაიტარეთ ტუჩების მასაჟი ყოველდღე. ამისათვის საღამოს კბილების გამოხეხვის შემდეგ დაამასაჟეთ ტუჩები, კბილის ჯაგრისის წრიული მოძრაობებით, ამ დროს სასურველია ტუჩებზე წაისვათ ტუჩის კარაქი. შეიძლება მასაჟი გაიკეთოთ ხაოიანი პირსახოცითაც, რომელიც ოდნავ უნდა დანამოთ წყლით.

 

წყარო: ROGOR.GE

მეტის ნახვა