როგორ მოვამზადოთ ნაზი და ფაფუკი ცომი პასკისთვის? - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ

პასკის ცომი

შეინახეთ ეს რეცეპტი აღდგომის დღესასწაულისთვის, რომლითაც გამოგივათ ჰაეროვანი, არომატული და უგემრიელესი პასკა.

ინგრედიენტები:

საფუარი - 150.00 გ
კვერცხის გული - 3.00 ცალი
კვერცხი - 10.00 ცალი
 კარაქი - 400.00 გ
 შაქარი - 1.00 კგ
რძე

მომზადების წესი:

კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ, კარაქი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, ყველა პროდუქტი აურიეთ თბილ რძეში და დატოვეთ თბილ ადგილზე 8-12 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ გააჩეროთ მთელი ღამე).

მიღებულ მასას დაუმატეთ: 1 ჩ.კ. მარილი, 200 გ. ქიშმიში, 2-3 შეკვრა ვანილის ფხვნილი, 2 ს.კ. კონიაკი და დაახლოებით 2,5 კგ. ფქვილი.

ცომი მოზილეთ ზეთში დასველებული ხელით, ხოლო შემდეგ გააჩერეთ საათ-ნახევარი, სანამ მასა ორმაგად აფუვდება.

ფუმფულა ცომი გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ყავისფერ შეფერილობამდე (შეამოწმეთ ხის ჩხირით).

პასკა გააგრილეთ და ზემოდან სურვილისამებრ წაუსვით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა