როგორ გავზარდოთ ჯეჯილი რამდენიმე დღეში? - 3 მარტივი რჩევა

ჯეჯილი

როგორ დავთესოთ ხორბალი? მოასწრებს ამოსვლას? – ეს ის კითხვებია, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ჩნდება. რაც არ უნდა ცოტა დრო რჩებოდეს, ყოველთვის მოიძებნება გამოსავალი. გიზიარებთ 3 ოქროს რჩევას, ჯეჯილის სწრაფად მოსაყვანად.

საფეხურები:

1. ხორბალი ჩაალბეთ წყალში ერთი დღე.

2. მეორე დღეს დაყარეთ ძალიან სველ მიწაზე ან ბამბაზე, ბამბა უნდა იყოს სქლად დაფენილი.

3. გადააფარეთ პარკი და მზიან ადგილას დადეთ. როცა უკვე მწვანე ჯეჯილი წამოვა, მოხსენით პარკი. შემდეგ მორწყეთ, ყოველ ღამე.

მეტის ნახვა