როგორ გავუმკლავდეთ ექსტრემალურ სიცხეს - რეკომენდაციები

მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე, მდინარეზე, ან თუნდაც აუზებზე მოქალაქეები კარგად ერთობიან, გასათვალსიწინებელია ის ფაქტორებიც, რომ დიდი რაოდენობით მზე მავნებელია ორგანიზმისთვის.

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებასაც.

სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში ცხელ დღეებში და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან გართულებები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებზე ახლა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნატო ნაკაშიძე ისაუბრებს. 

მეტის ნახვა