როგორ გადავეჩვიოთ ფრჩხილების კვნეტას? - რჩევები

ფრჩხილების კვნეტა

თუ ფრჩხილებს იკვნეტ, მარტო არ ხარ. ბევრ ადამიანს ახასიათებს ეს მავნე ჩვევა ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: სტრესი, მოწყენილობა, ნერვიულობა და ა.შ.

საფეხურები:

მნიშვნელოვანია, რომ მალევე გადაჭრა ეს პრობლემა, რადგან დაკვნეტილი ფრჩხილები არა მარტო საშინელი შესახედავია, არამედ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებიც. ამასთანავე, ადამიანებსაც უარყოფითი შთაბეჭდილება ექმნებათ თქვენ მიმართ.

გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც უნდა სცადო:

1. გადაწყვიტე, რომ აპირებ თავის დანებებას. არც ერთი ტაქტიკა და სტრატეგია არ გამოგადგება, თუ თავად არ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას და ბოლომდე არ მიჰყვები.

2. აირჩიე დღე თავის დანებებისთვის. შემოხაზეთ იგი წითლად კალენდარში. ხშირად შეახსენე ეს დღე საკუთარ თავს.

3. თავის დანებების წინა დღეს, წაისვი პროფესიონალური მანიკიური. თუ ამის საშუალება არ გაქვს, გააკეთეთ ეს თავად შემდეგი ნაბიჯებით:

4. მოიშორე ლაქი ისეთი სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს

5. არ მოიჭრა ნუნები!

6. გამოიყენე ტანის სკრაბი, შეურიეთ აბაზანის გელს, შემდეგ კი შეიზილე კანზე, ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილის გარშემო არეალს.

7. ჩამოიბანე თბილი წყლით.

8. სანამ ხელები ჯერ კიდევ ნესტიანია, შეიზილე ტანის კრემი ან ტანის კარაქი ხელებსა და ნუნებზე. ზედმეტი ფენა მოიშორე რბილი პირსახოცით.

9. მას შემდეგ, რაც კრემი შეიწოვება და ხელები მთლიანად გაშრება, მიეცი ფრჩხილებს სასურველი ფორმა.

10. შეგიძლია წაისვა ღია ფერის ლაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენე ბუფერი ფრჩხილების სასიამოვნო ბზინვარებისთვის.

შეწყვეტის დღიდან პირველი რამდენიმე დღე შესაძლოა გაგიჭირდეს ხელების პირიდან მოშორება. მუდმივად უნდა შეახსენო საკუთარ თავს, რომ ფრჩხილებს აღარ იკვნეტ. თქვი ეს ჩუმად საკუთარ თავთან, ან ხმამაღლა, მაგრამ მთავარია ხშირად გაიმეორო.

წყარო: ROGOR.GE

მეტის ნახვა