რა ხიბლი აქვს კრუიზით მოგზაურობასა და მუშაობას

კრუიზი - არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგზაურობისთვის. წლების წინ, ლაინერებით მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური და პოპულარული იყო. ქალაქს საკრუიზო მიმოსვლა ბევრ სარგებელსაც აძლევდა, მათ შორის ფინანსურს.

მოგზაურობა საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში გვაძლევს შესაძლებლობას მოვინახულოთ  ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, გემზე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტიც შეგხვდებათ, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ ტრადიციებსა და კულტურას უზიარებენ.

რა ხიბლი აქვს საკრუიზო მოგზაურობას, უფრო მეტს, ჩვენი სიუჟეტის გმირი ხატია შავაძე მოგვიყვება. იგი რამდენიმე წელია, საკრუიზო ლაინერზე მუშაობს. მეზღვაური გოგოს ისტორია და გამოცდილება ჩვენს რეპორტაჟში.

მეტის ნახვა