ახალი ამბები • 1728068947
ორი ჭიქა ღვინო საკმარისია შაქრის დღიური ლიმიტის მისაღებად - კვლევა
დიდ ბრიტანეთში, Alcohol Health Alliance-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შაქრის მაქსიმალური დღიური დოზის მისაღებად, საკმარისია, ადამიანმა დღეში 2 ჭიქა ღვინო მიირთვას, - ამის შესახებ BBC წერს.
დამოუკიდებელი ლაბორატორიის მკვლევარებმა ბრიტანეთში ცნობილი ბრენდების წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ხილისა და ცქრიალა ღვინოები შეისწავლეს.
„დადგინდა, რომ ზოგიერთი სახეობის ერთი ბოთლი ღვინო 59 გრამამდე შაქარს შეიცავს, რაც მომინანქრებულ დონატში შაქრის შემცველობასაც კი აღემატება“, - წერს BBC.
30-ზე მეტი შესწავლილი ბოთლიდან ეტიკეტზე არცერთს ეწერა კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ამას კანონი არ ითხოვს.
"30 ბოთლზე მეტი ღვინის ანალიზმა აჩვენა, რომ ორი ჭიქა შეიძლება საკმარისი იყოს მოზრდილებისთვის შაქრის რეკომენდებული დღიური ლიმიტის მისაღწევად“, - წერს BBC.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მაქსიმუმ 30 გრამი შაქარი შეიძლება მიიღოს. მკვლევარების თქმით, დღიური ლიმიტის მისაღწევად, საკმარისია, ადამიანმა საშუალო ზომის ჭიქით, ორჯერ მიირთვას ღვინო.
1726726009