განდაგანა - ვინ და როგორ გადმოიტანა ცეკვა სცენაზე | ინტერვიუ ქორეოგრაფთან

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქვეყნის ყველა კუთხეს საკუთარი სახასიათო ცეკვა აქვს. გამონაკლისი არც აჭარაა. აჭარული განდაგანა, ცეკვის ყველაზე ლამაზი ნიმუშია, რომელიც ჩვენს რეგიონში განვითარდა. იგი სატრფიალო ცეკვაა, სადაც ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

ამ ცეკვას ძირითადად  ქალ-ვაჟი ასრულებს, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ასევე გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით და მრავალფეროვანი მოძრაობებით.

აჭარული ცეკვის ისტორიაზე დამსახურებული არტისტი ქორეოგრაფი, იზოლდა მსხილაძე გვესაუბრა.

მეტის ნახვა