თორნიკე რიჟვაძე "ბათუმის დინამოს" საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს

თორნიკე რიჟვაძე "ბათუმის დინამოს" საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ, ფეხბურთელებთან ერთად გააცნო.

„ვეცდები პასუხისმგებლობა ღირსეულად ვატარო“ - თქვა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის „დინამო“ წელს, პირველად გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი. საფეხბურთო კლუბმა სუპერთასის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა.

მეტის ნახვა