თემურ სამხარაძე ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თემურ სამხარაძე

აჭარის ნაკრების წევრი, თემურ სამხარაძე ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

სპორტსმენი გუშინ, პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, ზემძიმე წონით კატეგორიაში მონაწილეობდა. მან დაამყარა ევროპის რეკორდი, როგორც 23-წლამდე - ისე დიდებში.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა 23-წლამდე ახალგაზრდამ შეძლო დიდების რეკორდის დამყარება.

ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მეტის ნახვა