სკუტერების ეროვნული ფედერაცია ბათუმში გარბენს გამართავს

სკუტერების ეროვნული ფედერაცია, ბათუმში გარბენს გამართავს. მოქალაქეები, ხვალ, საღამოს 17:00 საათზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და ელექტრო სკუტერებით, ევროპის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.

აქტივობის მთავარი მიზანი, მოქალაქეებისთვის იმის ჩვენებაა, რომ ეკოლოგიური ტრანსპორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. ორგანიზატორების თქმით, მარათონში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ თქვენგან შეუძლია. 

მეტის ნახვა