საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველები მეოთხედფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს შეხვდნენ და ანგარიშით 12:8 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული 3 გოლით მარკო ელაჩა იყო, დუბლი შეასრულეს ბორის ვაპენსკიმ და ანდრია ბითაძემ. ეს ქართველი წყალბურთელებისთვის ისტორიული შედეგია, 2020 წელს საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მე-10 პოზიციაზე გავიდა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო.

მეტის ნახვა