საქართველოს თასის ფინალის თარიღი ცნობილია - როდის უმასპინძლებს გადამწყვეტ მატჩს ბათუმი?

ბათუმის სტადიონი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის თარიღი ცნობილია – ტიტულისთვის ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართება.

ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „დინამო თბილისი“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებული „საბურთალოა“, მაგრამ „ლოკომოტივი 2“-თან მარცხით ტიტულს უკვე დაემშვიდობა.

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალში მეათედ გავიდა – გუნდი ოთხგზის გამარჯვებულია და ხუთჯერ ფინალში გავიდა.

თბილისის „ლოკომოტივი“ თასის ფინალში ხუთჯერ გავიდა – სამჯერ მოიგო, ორჯერ კი დამარცხდა.

თბილისის „ლოკომოტივი 2“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი „ფარმ-გუნდია“, ხოლო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში მესამე, რომელიც თასის ფინალში ითამაშებს.

მეტის ნახვა