ახალი ამბები • 1722018189
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა
სპორტი
1645424693
![პეკინის ოლიმპიადა პეკინის ოლიმპიადა](https://www.tv25.ge/uploads/files/2022/02/21/1222/pekinis-olimpiada_w_h.jpeg)
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა 2022 წლის ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა.
დახურვის ცერემონია პეკინის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.
წელს, ოლიმპიადაზე მედლების 109 კომპლექტი გათამაშდა. პროგრამაში შედიოდა სპორტის შვიდი სახეობა, რომელიც 15 დისციპლინას აერთიანებდა.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლების სატურნირო ცხრილში ნორვეგიის ნაკრები ლიდერობს - 16 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით.
მეორე ადგილზეა გერმანია - 12 ოქროს, 10 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით.
მესამე ადგილზე ჩინეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს გაიხსნა.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა