ახალი ამბები • 1656752721
"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
სპორტი
1651645853

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ინგლისურმა კლუბმა ნახევარფინალში ესპანური „ვილიარეალი“ დაამარცხა.
ანგარიში უკვე მესამე წუთზე „ვილიარეალმა“ გახსნა. გოლი ბულაიე დიამ გაიტანა. 41-ე წუთზე, მასპინძლების უპირატესობა ფრანნსის კოკლენის გოლმა ორამდე გაზარდა. თუმცა მეორე ტაიმში „ლივერპული“ ფაბინიოს, ლუის დიასისა და სადიო მანეს გოლების მეშვეობით, ორი მატჩის ჯამში წინ გაიჭრა.
შეხვედრა ანგარიშით 2-3 დასრულდა და „ლივერპული" ორი მატჩის ჯამში (5-2) ფინალში მოხვდა.
ტურნირის მეორე ფინალისტი 4 მაისს, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერი სიტის“ მატჩში გაირკვევა. პირველ შეხვედრაში ინგლისელებმა ესპანური კლუბი ანგარიშით 4:3 დაამარცხეს.

მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლ...
1656656368

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა