ახალი ამბები • 1769693544
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმშია
სპორტი
1648795882
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმშია. ფეხბურთელმა ყაზანის „რუბინთან” კონტრაქტი 24 მარტს შეაჩერა. მანამდე მას არაერთი ქართველი გულშემატკივარი აკრიტიკებდა რუსულ კლუბში დარჩენის გამო.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში UEFA-მ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს შესაძლებლობა მისცა, რუსეთი დატოვონ და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელონ.
კვარაცხელია საფეხბურთო კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს.
მეტის ნახვა






















