ისტორიაში პირველად - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

მატჩი

უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-6 ჯგუფის შეხვედრა გაიმართა უნგრეთის და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის.

უნგრეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული ჰქონდა, საქართველოს კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან სასწაულებრივი გამარჯვებით ეძლეოდა შანსი.

საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა შეძლეს სასწაულის მოხდენა და მასპინძლები ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხეს. (უნგრეთი - საქართველო 30:31(14:17)

საქართველოს ნაკრებიდან ბურთები გაიტანეს:

გიორგი ცხოვრებაძემ - 8
თეიმურაზ ორჯონიკიძემ - 7
ირაკლი კბილაშვილმა - 4
ირაკლი არსენაშვილმა - 4
გიორგი არველოდ დიხამინჯიამ - 4
მირიან გავაშელიშვილმა -2
გიორგი ლაპიაშვილმა - 1
ხაზეინ რუსტამოვმა - 1

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე:

მეკარეები ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე (მეკარეები), ირაკლი გოგოლაძე, სანდრო დარსანია, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე, ზურიკო სიმონია. მწვრთნელი ტიტე კალანდაძე.

„უნგრეთი ერთ-ერთი დიდი გუნდია და საუკეთესოა ჩვენს ჯგუფში. ამიტომ, ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდით ამ გამარჯვებით. ჩვენთვის საოცრებაა ევროპის 24 საუკეთესო გუნდში ყოფნა", - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა

ფინალურ ეტაპზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება, მასპინძლებთან და ესპანეთის შვედეთის და დანიის გუნდებთან (ევროპის სამი საუკეთესო გუნდი) ერთად იასპარეზებენ  პორტუგალიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, სერბეთის, ისლანდიის, ჩეხეთის, ავსტრიის, რუმინეთის, ნიდერლანდების, ხორვატიის, უნგრეთის, შვეიცარიის, სლოვენიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საფრანგეთის და პოლონეთის (ჯგიფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები) და საბერძნეთის, მონტენეგროს, ფარერების და საქართველოს (ოხი საუკეთესო მესამეადგილოსანი) გუნდები.

მეტის ნახვა