ახალი ამბები • 1656752721
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო კაც ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელა
სპორტი
1653300764
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო კაც ძალოსნად პლანეტის უძლიერეს ათლეტად მიჩნეული ლაშა ტალახაძე დაასახელა.
ორგანიზაციამ ელექტრონული გამოკითხვა პირველად ჩაატარა და იგი ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია. ტალახაძემ 4 ათას 750 ხმა მიიღო და კონკურენტებს აჯობა. 2021 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაც მოიგო და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიც, ამასთან ერთად, მან არაერთი რეკორდი დაამყარა.
28 წლის ქართველ ძალოსანს საგანგებო ჯილდოს მომავალი ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ცერემონიალზე გადასცემენ. ტურნირი 27 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყება.

მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლ...
1656656368

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა