დღეს ბათუმის "დინამო" ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს

დინამო სლოვანი

„დინამო ბათუმი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს გამართავს.

საქართველოს ჩემპიონი გუნდის მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. ერთი კვირის წინ ამ გუნდებს შორის სლოვაკეთში გამართული თამაში 0-0 დასრულდა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ბათუმში ადგილობრივი გუნდის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებათ. შეხვედრა, რომელზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, დღეს 21:00 საათზე დაიწყება.

მეტის ნახვა