აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ევროპის ჩემპიონებს და პრიზიორებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. ფონდი მილიონ ლარს გადააჭარბებს.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა