აჭარაში, სპორტის და სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება

აჭარაში სპორტის და სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება. 2023 წლიდან, მოიმატებს ფედერაციებისა და მასობრივი სპორტის დაფინანსებაც. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულებს ჯილდოებთან ერთად, ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნებათ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მოედნების, სპორტული დარბაზების, სარაგბო და საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა. მომავალი წლიდან კი, დამატებით, ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.

მეტის ნახვა