აჭარას საერთაშორისო სტანდარტების 3 ახალი სტადიონი შეემატა

უეფას, 21-წლამდელთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება. აჭარას საერთაშორისო სტანდარტების 3 ახალი სტადიონი შეემატა. უეფას მე-4 კატეგორიის, საწვრთნელი და სათადარიგო მოედანი  აშენდა ქობულეთსა და ბათუმში, ასევე, თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა შეასრულეს.

მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო. პროცესი უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა