28-19 - ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს

რაგბი

ისტორიული გამარჯვება - 28-19 ანგარიშით ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს. ეს ეშელონის გუნდებთან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველი სადებიუტო გამარჯვებაა.

ბათუმში გამართული შეხვედრა ''ბორჯღალოსნების'' უპირატესობით დაიწყო. მატჩში პირველი ლელო ალექსანდრე თოდუამ დადო. 3 წუთში საქართველომ ისევ ლელოს აღება მოახერხა.

საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა 6 ერის წევრი იტალიის ეროვნული ნაკრები.

მომდევნო შეხვედრაში საქართველო 16 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას უმასპინძლებს.

მეტის ნახვა