2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა

არგენტინა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა. ფინალური თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ფინალი არგენტინა-საფრანგეთს შორის 3:3 (4-2 პენალტი) დასრულდა.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, თამაშის პირველი ნახევარი არგენტინის ლიდერობით 2:00 დასრულდა, მატჩის მეორე ნახევარში ფრანგი კილიან მბაპეს 90 წამში გატანილი ორი გოლის წყალობით - საფრანგეთსა და არგენტინას შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა და დამატებით დროში გააგრძელეს თამაში.

დამატებითი დროის მეორე მონაკვეთის დასაწყისში, მესიმ, რომელმაც თამაშის პირველ ტაიმში უკვე გაიტანა თერთმეტმეტრიანი, კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

ფინალის 116-ე წუთზე პენალტი დანიშნა და კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანის დარტყმით ფრანგებს კიდევ ერთი გოლი მოუტანა.

შესაბამისად ანგარიში 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია გამოცხადდა, შედეგად არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მეტის ნახვა