1:2 – "დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

1:2 – „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული თამაში, „დინამო ბათუმი“-ს მარცხით დასრულდა. შედეგად გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 120 წუთი გახდა საჭირო.

„სლოვანის“ კარში 104-ე წუთზე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. მეორე დამატებით ტაიმში ანგარიში გათანაბრდა. სტუმრებმა ბათუმელების კარში მალევე გაიტანეს მეორე გოლიც.

ბათუმის გუნდი, კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, მას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონური „ლეხი“ შეხვდება. 

მეტის ნახვა